Sunday, July 17, 2011

ადამიანი და ბუნება


პროექტის სახელი: ადამიანი და ბუნება
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები საუბრობენ ბუნებაზე, ფლორასა და ფაუნაზე, ბუნების დაცვის აუცილებლობაზე. ადამიანსა და განსაკუთრებით ცხოველთა სამყაროს(იმდენად,რამდენადაც პრეზენტაცია უშუალოდ უკავშირდება ვაჟა–ფშაველას ნაწყვეტის „შვლის ნუკრის ნაამბობის შესწავლას“)  დამოკიდებულებაზე.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეები დააკვირდებიან და მოიძიებენ ინფორმაციას მაწანწალა ძაღლების ბედის შესახებ.ასევე მოიპოვებენ და გამოაქვეყნებენ ინფორმაზიას ბრაკონიერთა შესახებ,აკვირდებიან ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველთა სამყაროს მიმართ.
მოსწავლეები შეეჩვევიაან ბუნებაზე ზრუნვას და გაითაისებენ იმას, რომ  ბუნებაზე და ზოგადად ცხოველთა სამყაროზე ზრუნვა აუცილებელია კაცობრიობისათვის.
მონაწილეთა ასაკი: მე–4 კლასი. 9–10 წელი
ვადები: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივოვები კლასში: ინფორმაციის მოძიება ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების შესახებ. სურათების გადაღება არსებული სიტუაციისათვის.
მოსალოდნელი შედეგები: ფოტო ალბომი, პრეზენტაცია შექმნილი მასალების მიხედვით.
სარგებელი სხვებისთვის– პროექტის მონაწილეები თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას, ღრმად ჩაახედებენ პროგრამის აქტუალობაში და კიდევ ერთხელ მოაგონებენ იმ აუცილებელი გულისხმიერების შესახებ რითაც ადამიანები უნდა იყვნენ განწყობილი ბუნებისა და ზოგადად ცხოველთა სამყაროს მიმართ.
სამუშაო ენა–ქართული
საგნებთან კავშირი: ქართული ენა, ბუნება და ხელოვნება
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნონა გოგიტიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:  gognona@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://qmaxo2011.blogspot.com/

No comments:

Post a Comment